აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან შეტაკებების სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით დაღუპულთა შორის სამხედროების გარდა, მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო.