სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანთან საზღვარზე შეტაკებების დროს 49 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“სამწუხაროდ, რიცხვი საბოლოოდ არაა”, – თქვა ფაშინიანმა.
აქვე შეგახსენებთ, სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, სომხეთი ამბობს, რომ ცეცხლი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც გახსნეს, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.