”ფედერალისტები დევნილთა თემის მოწოდებას ვუერთდებით და 27 სექტემბერს, რომელიც არის არა სოხუმის დაცემის, არამედ სოხუმის დაპყრობის დღე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, რუსთაველზე საპროტესტო მარშით მივალთ და იქ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპული გმირებისა და მსხვერპლთა ხსოვნას” – აცხადებს ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ფედერალისტები დევნილთა თემის მოწოდებას ვუერთდებით და 27 სექტემბერს, რომელიც არის არა სოხუმის დაცემის, არამედ სოხუმის დაპყრობის დღე, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, რუსთაველზე საპროტესტო მარშით მივალთ და იქ პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპული გმირებისა და მსხვერპლთა ხსოვნას.
რეალურად, აფხაზეთი და სოხუმი იმის სიმბოლოა, თუ რა შეიძლება, საქართველოს დაემართოს, თუ რუსეთის პირისპირ, დასავლეთის გარეშე, მარტო აღმოჩნდება. ქართველი დევნილები არიან იმის სიმბოლოები, თუ რა შეიძლება, ყველა ქართველს დაემართოს იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმს დროულად არ შევცვლით და რუსეთის უკანა ეზოდ დავრჩებით. ამიტომ, 27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა იმისთვის, რომ ჩვენივე ისტორიიდან წერტილები შევაერთოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს და საქართველომ თავისი განვითარების ნორმალურ რელსებზე დაბრუნება შეძლოს.
ის, რასაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვხედავთ, არ არის ბრძოლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის – ეს არის ფასეულობათა ომი. დემოკრატიული პროცესი ოლიგარქიულ სისტემებს ყველგან ერჩის და რეცხავს. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იმ ისტორიულ გამოცდილებას დავეყრდნოთ, რაც პირდაპირ მიგვითითებს, რა არის სწორი და რა არასწორი. რუსეთი გენოციდური ძალაა და მასთან და მისი მშვიდობის ამარა დარჩენა ძალიან დიდ მსხვერპლს და ქართველების გენოციდს ნიშნავს. რეჟიმს სწორედ ამისკენ მივყავართ”. – თქვა ჩერგოლეიშვილმა.
დევნილთა ორგანიზაციების განცხადებით, 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, გმირთა მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება.