ფეიგინმა და არესტოვიჩმა გამოაცხადეს გეგმა, როგორ აპირებენ სააკაშვილის მხარდაჭერას

რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა ორშაბათს საღამოს გადაცემაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველთან, ალექსეი არესტოვიჩთან ერთად გამოაცხადა, როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისთვის ბრძოლას. ორი დღის წინ ფეიგინმა მის გადაცემაში თქვა, რომ საააშვილმა წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ის მოწამლეს და დახმარება ჭირდება. მაშინ ფეიგინმა თქვა, რომ ორშაბათამდე დაელოდებოდა საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის რეაქციას, და შემდეგ გამოაცხადებდა გეგმას სააკაშვილის მხარდასაჭერად.

გეგმა ასეთია: ფეიგინი მოუწოდებს უკრაინის, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს დაიწყონ კოორდინაცია იმისთვის, რომ 4 იანვარს მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან ადგილობრივი დროით 12–14 საათებში აქციები გამართონ ლოზუნგით “გადაარჩინე მიშა“. ეს ლოზუნგი ფეიგინის თქმით ინტერნეტში გავრცელდება და კამპანიის სახეს მიიღებს. ფეიგინი თვლის, რომ ეს კარგი გზაა საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის, რათა სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვან.

არესტოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კამპანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ ნიშნავს და საუბარია ადამიანის გადარჩენაზე.