“რაც შეეხება ფეხბურთელებს, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ჩვენს ფეხბურთის ფედერაციაზე, ჩვენს ფეხბურთელებზე, ეროვნულ ნაკრებსა და თითოეულ სპორტსმენზე ვიქონიოთ ცოტა უფრო მაღალი წარმოდგენა, ის მაღალი წარმოდგენა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. […] ის ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ თურქეთს დაუპირისპირდებიან და შეეცდებიან, რომ გამარჯვება დადონ, ის ხალხია, რომელსაც თითქოს შეიძლება ვინმემ რაღაც მიუთითოს? ეს მე მგონი მათ აკნინებს და ისინი ამ დაკნინებას არ იმსახურებენ.[…]ჩვენი ფეხბურთელები თვითონ გადაწყვეტენ მიიღონ თუ არა ის ჯილდო, რაც პრეზიდენტო მათთვის გადაწყვიტა, მთავრობის ინიციატივის საფუძველზე. მათი განცხადება მათი განცხადებაა და პატივს ვცემ მათ აზრს. პატივს რასაც ჯერჯერობით ვერ ვცემ იმიტომ, რომ არ მესმის ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ისტორიულ ჩემპიონატზე რომ მიდის საქართველოდან გუნდი, ეს არის ნაკრები პლუს ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის წარმატებაში მონაწილეობს, ამ ერთიან გუნდში შეიტანოს განხეთქილება, ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი”.

აცხადებს საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.