რას ედავებით ნანუკა ჟორჟოლიანს? რას ედავებით გილაურის ფონდს? სიკეთეს? ამ ფონდებს ფული ჰქონდათ უბრალო ხალხისგან, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება იყო მოპარული გადასახადების ხარჯზე და დღეს კიდევ უფრო მეტს იპარავს და ინაზღაურებს ყველაფერს, რაც ოდესმე დაუხარჯავს, იყო თან პოლიტიკური მოტივით და ამ ხალხს [ფონდებს] მეტი არაფერი არ უნდათ, გარდა იმისა, რომ დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მიტოვებულები არიან, დაჩაგრულები არიან სახელმწიფოს მიერ.
არ გამოვა ეგ ამბავი, ჩვენ ვიზამთ ყველაფერს, რომ სიკეთემ იზეიმოს. ჩვენ ვიზამთ ყველაფერს რომ კიდევ ერთი, ორი, სამი ან ათი სინდისის პატიმარი არ ჰყავდეს ამ ქვეყანას – ფიზიკურად დავიცავთ ამას ყველაფერს, სამართლებრივს რომ თავი დავანებოთ.