აშშ-ში, ფილადელფიაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, თორნიკე კვარაცხელია.
ოჯახი და მეგობრები 32 წლის კაცს 11 იანვრიდან ეძებდნენ, მათ შორის, სოციალური ქსელის დახმარებით.
როგორც რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროშიუთხრეს , ამერიკაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია ახალგაზრდა კაცის დაღუპვის შესახებ, მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით „განხორციელდება საჭირო პროცედურები“.