ფილიპინებში, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, მაშველებმა 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს. REUTERS-ის ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან 29 სამხედრო 2 კი სამოქალაქო პირია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღო 50-მა სამხედრომ და ოთხმა სამოქალაქო პირმა, რომლებიც „С-130“-ში ისხდნენ.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მეტი გადარჩენილის პოვნას“ , – განაცხადა გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის „სულუს“ მეთაურმა გენერალ-მაიორმა უილიამ გონსალესმა.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. 17 ადამიანი დაკარგულად მიჩნევა.
მანვე აღნიშნა, რომ რამდენიმე ჯარისკაცი თვითმფრინავიდან კატასტროფამდე გადმოხტა. თვითმფრინავი სახელად C130 Hercules კუნძულ ხოლოზე აპირებდა დაჯდომას. ბორტზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.