ფილტვზე ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ – ლევან გოგიჩაიშვილი

ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ვარ, – ამის შესახებ კორონავირუსით ინფიცირებულმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ფილტვზე პატარა ანთების კერა გაჩნდა, ინტენსიური ყურადღების და დაკვირვების ქვეშ ვარ. ჯერჯერობით ისევ ისე ვარ, როგორც გუშინ ვიყავი, უბალოდ ანთების კერა დამემატა ფილტვზე. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვინც შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდეს. ძალიან ვნერვიულობ იმ ადამიანებზე, ვისაც ჩემთან 6 სექტემბრიდან ჰქონდა კონტაქტი. ჩემი კონტაქტების დარდი მაქვს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 დღის წინ დაუდასტურდათ. დეპუტატი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.