“კონკრეტულად, აქციზისა და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების, დაახლოებით, 8%-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და წელს დაგეგმილია ქვეყნის მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამ ეტაპზე იქნას საუბარი”

განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აქციზისა და დღგ-ს გაუქმებაზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.