ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობით ხსნის.
მისი თქმით, დაძაბულობა ვირუსის გავრცელებასაც უწყობს ხელს.
„ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობ, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ არაა რთული პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.