“ფინანსთა მინისტრს მაქსიმუმ ნახალოვკის ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე,მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ ელაპარაკება“–სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

სააკაშვილი ივანიშვილის გუნდის პასუხს ეხმაურება მის შეთავაზებაზე, რომ ის მზად არის საქართველოსთვის საერთაშორისო დახმარება მოიზიდოს და ის მისი პირადი კავშირების საშუალებით 5 მილიარდამდე თანხის მობილიზაციას შეძლებს. მის შეთავაზებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ სააკაშვილის დახმარება არ სჭირდებათ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებას ვიდეომიმართვით უპასუხა:

“ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამისგან არაფერი არ გამოვა და ეს ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი მიცეს ხალხს.

არანაირი 3 მილიარდი არ არსებობს ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს და ფიზიკურად არ აქვთ მათ ეს ფული.

მაშინ, როდესაც ჩვენ მართლა ხუთნახევარი მილიარდი დოლარი, იმ პირობებში, როცა მთელ მსოფლიოში იყო მძიმე კრიზისი, მაინც წამოვიღეთ, ჩემი ნაცნობობით, იმის გამო, რომ ჩემს მიმართ იყო დიდი სიმპატია, ჩვენ საქართველოს ეკნომიკა 2008–2009 ში რეალურად გადავარჩინეთ. და ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი თავისუფალი სახსრები 2012–ში, რომელიც ამათ შეჭამეს.

მინდა ვუთხრა სესიაშვილს, რომელიც ამბობს რომ სააკაშვილი კაპიკის მომტანი არ არისო.

დიახ, ბატონო სესიაშვილო, თქვენთვის მე კაპიკის მომტანი ნამდვილად არა ვარ. უფრო მეტიც, რაც წაიღეთ იმასაც მოგატანინებთ უკან, თქვენ და თქვენისთანებს, მაგრამ ქართველი ხალხისთვის მე ვარ მომტანი მრავალი მილიარდის და შემიძლია ეს ახლაც გავაკეთო, სანამ ქვეყნის გარეთ ვიმყოფები, იმიტომ რომ ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე ყველას თქვენ ერთად აღებულს.

საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს, რომ მიხვდები, მაქსიმუმ ნახალოვკის ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე და მსოფლიოს ინსტიტუტებში პრაქტიკულად ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება.

მე მინდა ამ ეტაპზე, სანამ თქვენ კიდევ რამდენიმე თვე თქვენ იქნებით, ისეთი შეუქცევადი შედეგები რო არ იყოს, თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდევინო ხელი ჩვენს მეგობრებს.“

სააკაშვილი ამბობს, რომ კარგად იცის რა მძიმე ვითარება აღმოჩნდება ქვეყანაში, თუ არ მოხდება უცხოური თანხების ძალიან მაშტაბური შემოდინება.