”დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე საფრთხეები გაიზარდა, სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორია ფინეთის, ხოლო მომავალში – შვედეთის ნატოში შესვლა[…] დღეს ჩვენ განვიხილავთ ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების შექმნისა და ჩვენს დასავლეთ საზღვრებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერების საკითხებს“,

აცხადებს აგრესორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და აღნშნავს, რომ ფინეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოა, რომ ნატო დამატებით სამხედრო კონტინგენტს და შეიარაღებას განალაგებს – “რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით კრიტიკულ ობიექტებს დაარტყან”.