ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ქვეყანა განაცხადს ალიანსში უახლოესი კვირების განმავლობაში შეიტანს – განაცხადა, პარლამენტის წევრმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერკი ტუომიოიამ.
ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი მხარი 121-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
მისი თქმით, ფინეთის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე საზოგადოებაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.