ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ქვეყანა განაცხადს ალიანსში უახლოესი კვირების განმავლობაში შეიტანს –  განაცხადა, პარლამენტის წევრმა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერკი ტუომიოიამ.

ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი მხარი 121-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

მისი თქმით, ფინეთის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე საზოგადოებაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.