ფინეთი რუსეტის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს – ინფორმაციას ამის შესახებ ფინური მედია იტყობინება. როგორც ცნობილია შეზღუდვა, 30 სექტემბრიდან ამოქმედდება.
რუსეთიდან ფინეთში ან ფინეთის გავლით სხვა ქვეყნებში ტურისტული ვიზებით მოგზაურობა მეტწილად შეუძლებელი იქნება.
თუმცა რჩება 10 პუნქტიანი სია, რომლის მიხედვით, ფინეთში ტურისტული ვიზით ჩასვლა იქნება შესაძლებელი : ოჯახის ან ნათესავების მონახულება, ფინეთის კოლეჯის მისაღები გამოცდების ჩაბარება, ასევე, ფინანსური ან სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით.
შეზღუდვა სავარაუდოდ 30 სექტემბრიდან ამოქმედდება.