ფეხბურთის მსოფლიო მმართველი ორგანო FIFA და ევროპის მმართველი ორგანო UEFA, რუსეთის მიმართ სანქციებს ამკაცრებენ და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებსა და მატჩებში მონაწილეობას უკრძალავენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო მიღეს.
რუსეთის კაცთა ნაკრები მომავალ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებზე ვერ ითამაშებს და ქალთა ნაკრებს ზაფხული ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალა.