ფიქრობდა,გავაგრძელებდით ერთმანეთის დაჭმას და გადაიქცეოდა მეფედ, მაგრამ, გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად – ნათელაშვილი ივანიშვილზე

“ფიქრობდა,გავაგრძელებდით ერთმანეთის დაჭმას და გადაიქცეოდა მეფედ, მაგრამ, გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად”-ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ჩვენ შეიძლება ერთადერთი პოზიტივი დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს. გაუერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა. მაგრამ ეს თავისდაუნებურად მოუვიდა. არ ელოდა, ფიქრობდა, რომ ჩვენ გავაგრძელებდით ერთმანეთის დაჭმას, როგორც წესი და რიგია ქართულ სინამდვილეში და ამასობაში ის გადაიქცეოდა მეფე ბიძინ პირველად. მაგრამ, გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად.