“ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების რაღაც სერია, რომელსაც ვისმენთ – ისეთი შთაბეჭდილებაა ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან ხოლმე ამ განცხადებებით და იზიანებენ საკუთარ თავს.
როგორც წინა ჯერზე იყო საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი იმ მხრივ, რომ თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ რაღაც თანხმობის პრობლემა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს საკუთარი თავი.
ახლა ამ განცხადებას ორი ნაწილი აქვს – პირველი, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და დამკვირვებლებს (მართლაც ფარისევლობაა, როცა ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო / ოდირის დასკვნას 2024 წელთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო / ოდირთან დაკავშირებით).
რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა, ახსენა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან, აქაც ფეხში ისროლა – თუ უნდათ სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი, არ მგონია, რომ ეს ის სფეროა, რაც არის მომგებიანი.
როცა ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტერემისტული დღისწესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით, რა თქმა უნდა ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არღვევს ამ შეთანხმების მეორე მუხლს”.
განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.