ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ 25 დეკემბერს გამოაცხადა. როგორც ირაკლი კაკულიას უფლებადამცველი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, გადაწყვეტილება “გაუგონარია” და მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობას და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდა.