ფოთში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მერის წარმომადგენლის თქმით, წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი.
მისივე ინფორმაციით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.