ფოთში ბებიის მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ბებიის მკვლელობის ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს. ქალს შვილიშვილმა დაზიანება თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული დაკავებულია, მას 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.