ფოთში მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

​რეგიონული მედიების ცნობით, ფოთში 76 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, შემთხვევა კუნძულის უბნის სანაპიროზე მოხდა.

​თვითმხილველების თქმით, კაცი ზღვაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. იმის მიუხედავად, რომ მაშველებმა ის ზღვიდან მალევე ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.