ფოთში მამაკაცი ჩაცხრილეს

ფოთში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტოიოტას მარკის ავტომობილიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხევევა ჭავჭავაძის ქუჩაზე, შსს მომსახურების სააგენტოსთან მოხდა.

მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.