ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების ინფორმაციით, მას გეგმური ტესტი 4 სექტემბერს ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დადებითია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროსითვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანალია დაკვირვების ქევშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

ეპიდემილოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტებია კვლევას.

კოვიდდადებით მეხანძრე-მაშველი თავს კარგად გრძნობს, მას არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინელები, ის ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 321 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.