ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თვითიმხილველმა განაცხადა, რომ დაინახა, როგორ გაუჩინარდა კაცი მდინარეში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი “ექოლოტით” და სამაშველო ჯგუფი დრონით.