ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ფონიჭალაში.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის შეკრებილ 7 ადამიანს ავტომობილი დაეჯახა.
ადგილობრივის თქმით, ქორწილი სრულდებოდა და სტუმრები იშლებოდნენ, რა დროსაც თეთრი ავტომობილი გამოჩნდა. თავდაპირველად ის ბოძს შეეჯახა, შემდეგ ქუჩაში ერთი ოჯახის 7 წევრს დაეჯახა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა 25 წლის ქალი და მისი 4 წლის შვილი, მათი ოჯახის ხუთი წევრი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გარდაიცვალა საავადმყოფოში გადაყვანილი 7 წლის ბიჭიც, რომელიც 4 დაშავებულთან ერთად სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შვიდივე პირი ერთი ოჯახის წევრები არიან და ისინი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტომობილში ჩასხდომის დროს კი მათ სხვა მანქანა დაეჯახათ, რის შედეგადც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში. 4 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის.