ფონიჭალაში ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა.შსს–ს ინფორმაციით გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პოლიცია გატაცებულის ადგილსამყოფელს ეძებს. მიმდინარეობს გატაცებულის ოჯახის წევრების გამოკითხვა.