გუშინ, 17 მარტს, ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე აცხადებს, ისინი ვაკეში ერთ-ერთ კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.