ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ მათ ერთ მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მეორეს ავტომობილის მინები ჩაუმსხვრიეს.
“მინდა ვისაუბრო გუშინ მომხდარ ორ უკიდურესად სამწუხარო ფაქტზე, რომელიც უკავშირდება ფორმულას ორ თანამშრომელს. ჩვენი მძღოლის მანქანზე, რომელზეც არის ფორმულას ლოგოები, ღამის 3 საათზე, კომენდანტის საათის დროს, განხორციელდა ვანდალური აქტი, ჩამსხვრეულია მინები. მანქანიდან არაფერია ამოღებული, უბრალოდ მანქანა არის დაზიანებული. ადგილზე მივიდა პატრული, მაგრამ არ გვაქვს გამოძიებაზე ინფორმაცია.
მეორე ფაქტი ასევე უკავშირდება ფორმულას მძღოლს, რომელიც არის ნაცემი, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ჩვენ ვთხოვთ კომპეტენტურ ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით. ვითხოვთ სწრაფად გამოძიებას. ეს ყველაფერი გრძელდება მას შემდეგ, რაც ვახო სანაიაზე განხორციელდა ცოტა ხნის წინ თავდასხმა”,- ამბობს ის ბრიფინგზე.
მისივე შეფასებით, ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი ძალადობრივი ფონის, რომელიც ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის უპასუხისმგებლო რიტორიკას უკავშირდება.
გუმბარიძე სახალხო დამცველს და დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით.