“ფორმულას” ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

ტელეკომპანია “ფორმულა” აცხადებს, რომ მათ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ცნობისთვის, გუშინ ჰაკერული თავდასხმა იყო “მთავარი არხის” ვებგვერდზეც.

“ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს”, – ნათქვამია ტელეკომპანიის  განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ჰაკერული თავდასხმა იყო “მთავარი არხის” ვებგვერდზეც.