ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მშვილდაძეს თავს გუშინ ქუჩაში უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.