ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს ვიდეოს სადაც ჩანს რომ, გია გაჩეჩილაძის მიერ დაორგანიზებულ, ანტიოპოზიციური აქციის მონაწილე, ტელეკომპანიის ჟურნალისტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ხელის შეშლას ცდილობს, დასდევს ბანერით : “Fake News” და ცეკვავს.
ცნობისთვის, ამავე აქციაზე, ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.