ფორმულა1– მა რუსეთში დაგეგმილი გრან პრი გააუქმა

“ფორმულა1“–მა განაცხადა, რომ წელს რუსეთში მისი რბოლა აღარ გაიმართება. მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.

რუსეთის გრან პრი 2022 წლის 25 სექტემბერს სოჭის ოლიმპიურ პარკში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფორმულა1–ის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ შეუძლებელია რბოლის ჩატარება “არსებულ გარემოებებში“.