“ფაქტია, ეს ადამიანი [ანა ფოტიგა] საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მაღლა მიხეილ სააკაშვილის საკითხს აყენებს, რაც დაუშვებელია და გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ის სააკაშვილის ოჯახისგან და ლობისტებისგან ფინანსდება – ეს ინტერესი გააჩნია.
ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებია და იმედს გამოვთქვამ, ასეთი პირები, რომლებიც საკუთარ მანდატებს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან და საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორულ ურთიერთობებს მტრობენ, მომდევნო მოწვევის ევროპარლამენტში ადგილს ვერ იპოვიან”.
ასე გამოეხმაურა, ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას.