ფოტიგა: შეთანხმება მკაფიო ნაბიჯია ევროატლანტიკური მომავლისკენ, საქართველოს გაუმარჯოს

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა, საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას გამოეხმაურა.

“გუშინდელი მრავალპარტიული შეთანხმება არის მკაფიო ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ. მადლობა შარლ მიშელს ამ ძალისხმევის სათავეში ყოფნისთვის. ველოდები ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას და ყველა ვალდებულების შესრულებას. საქართველოს გაუმარჯოს”. – წერს ფოტიგა ტვიტერზე.