დღეს 9 აპრილს, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. 9 აპრილის ტრაგედია მსოფლიომ გოგი ცაგარელის ფოტოებით ნახა.
გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მათ შორის 1989 წლის 9 აპრილი, სამოქალაქო ომი თბილისში, აფხაზეთისა და ყარაბაღის ომები და სხვა.