უხანში, სადაც 76 დღიანი კარანტინი დასრულდა, მოსახლეობა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. რეგიონის მოსახლეობას უხანიდან გამგზავრების უფლება უკვე აქვთ. გაიხსნა მაგისტრალები, აღდგა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. ქალაქში გამოსვლა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სპეციალურ ჯანმრთელობის აპლიკაციაში ე.წ. მწვანე კოდი აქვთ მინიწებული. მიუხედავად იმისა რომ კარანტინის პერიოდი დასრულდა, მოსახლეობა მაინც სიფრთხილეს იჩენს და ქალაქში სპეციალური ტანსაცმლით, ნიღბებით ხელთათმანებითა და სხვა დამცავი საშუალებებით გადაადგილდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.