ფრანგებმა ლა მანშის სრუტეში ( სრუტე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ) რუსული სატვირთო გემი დააკავეს. რუსული მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ საფრანგეთში რუსეთის საელჩომ დაუდასტურა.
“საელჩოში შემოვიდა საგანგებო ზარი ხომალდის კაპინისგან, რომელმაც შეგვატყობინა, რომ ლა– მანშის“ სრუტეში საფრანგეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. საელჩოს საკონსულო განყოფილება მიმართავს საფრანგეთის ხელისფლებას განმარტებებისთვის“ – ციტირებს რუსეთის საელჩოს რუსული მედია.
რუსული მედია ასევე წერს, რომ გემს საფრანგეთის წყლებში ცურვის უფლება ქონდა. ამას ადასტურებს რადიო France bleu–ც, რომელიც საზღვაო პრეფექტურის მონაცემებს ავრცელებს. ხომალდი სახელწოდებით Baltic Leader რუანიდან მიდიოდა და ავტომობილები გადაჰქონდა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ ხომალდს ცურვის ნებართვა ჰქონდა, რადიოსადგურის ცნობით ის შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსულ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებზეც სანქციებია დაწესებული.
ინფორმაცია იმის შესახებ, რა პროცედურებს განახორციელებს ფრანგული მხარე, ჯერჯერობით არ ვრცელდება.