საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი მარლენ შიაპა, რომელიც ამ გაზაფხულზე ჟურნალ Playboy-სთვის პოზირებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იტყობინება BFMTV.
აპრილში პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა უსაყვედურა სახელმწიფო მდივანს ჟურნალის წინადადებაზე თანხმობის გამო. გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, ბორნმა დაურეკა სახელმწიფო მდივანს და უთხრა, რომ მისი ინტერვიუ და ფოტოსესია “კატეგორიულად უადგილოა”.
თავად მინისტრმა ტვიტერში გამოცემის წინადადებაზე თანხმობა იმით ახსნა, რომ ის “იცავს ქალთა უფლებებს ყველგან”, და დასძინა, რომ “ქალები საფრანგეთში თავისუფალნი არიან”.
ჟურნალ Playboy-ის აპრილის ნომერი 100 000–იანი ტირაჟით საფრანგეთში გამოშვებიდან სამ საათში სრულად გაიყიდა. ჟურნალმა მოგვიანებით დამატებითი ტირაჟი დაბეჭდა. 40 წლის მარლენ შიაპა, 2022 წლის 4 ივლისიდან არის სოლიდარობისა და სოციალური ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.