“რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ…კიდევ გაგიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ფრანგულ კომპანიასთან “ეარბას ჰელიკოპტერთან” ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომელსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო-სატრანსპორტო-სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ და შემდეგ უკვე დანარჩენი ორი,”
აცხადებს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.