ფრანგულმა მედიამ გაარკვია, რაზე ილაპარაკეს მაკრონმა და პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკი მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაში, მაკრონი კი მისი გადახედვის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ საუბარია ფრანული ტელეარხის, France 2 –ის დოკუმენტურ ფილმში “პრეზიდენტი, ევროპა და ომი“  – წერს გამოცემა Le Parisien.

ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების საუბარი 20 თებერვალს შედგა–რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებამდე 4 დღით ადრე და 10 წუთს გაგრძელდა. საუბრის ინიციატორი მაკრონი იყო:

“მინდა თავიდან ამისხნათ, როგორ გესმით თქვენ სიტუაცია და, შესაძლოა, სრულიად პირდაპირ მითხრათ, რა გაქვთ განზრახული“– უთხრა მაკრონმა პუტინს.

“რა უნდა გითხრათ? თვითონ ხედავთ რა ხდება. სინამდვილეში ჩვენი პატივცემული კოლეგა ზელენსკი არაფერს აკეთებს (სამშვიდობო შეთანხმებებთან დაკავშირებით). ის თქვენ გატყუებთ“– უპასუხა პუტინმა.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერმა ფრანგი კოლეგა დაადანაშაულა, რომ მას სურდა შეთანხმებების გადახედვა და მოთხოვა გაითვალისწინოს დონბასის ბოევიკების სურვილები, ასევე დასძინა, რომ “მათი არ ესმით“. თუმცა, ემანუელ მაკრონმა უხეშად უპასუხა, რომ მათ ფეხებზე კიდიათ დონეცკის და ლუგანსკის ლიდერების წინადადებები და შესთავაზა პუტინს შეხვედრის ორგანიზება მოლაპარაკების ყველა მხარის მონაწილეობით.

“მე დაუყოვნებლივ მოვთხოვ ამას ზელენსკის“– თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეეცადა პუტინი დაერწმუნებინა, აშშ–ს პრეზიდენტს ჟენევაში სიტუაციის დეესკალაციისთვის შეხვედროდა. რუსეთის ლიდერი ამ წინადადებით არ აღფრთოვანებულა, თუმცა დათანხმდა და განაცხადა, რომ  ამ შეხვედრისთვის მომზადებაა საჭირო, თუმცა, შეხვედრა საბოლოო ჯამში აღარ შედგა.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში არასოდეს დადგება მშვიდობა, თუ საბოლოო მიზანი იქნება რუსეთის გამანადგურებელი დამარცხება. მან თქვა, რომ საფრანგეთი შეიძლება გახდეს შუამავალი ომში ჩართულ ორ ქვეყანას შორის.

მანამდე, 9 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა შოლცი და მაკრონი პუტინთან სატელეფონო საუბრების გამო და ის ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ანჟეი დუდამ უსარგებლო უწოდა პუტინთან საუბრებს და თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პუტინს არავინ ელაპარაკებოდა.