ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” განმარტავს, რა შემთხვევაში დატოვებს პარლამენტს

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” განმარტავს, რა შემთხვევაში გამოუცხადებენ პარლამენტს ბოიკოტს.

“ვაცხადებთ, რომ თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ „ქართული ოცნება“ მაინც შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები დავტოვებთ პარლამენტს და, დარწმუნებული ვართ, ეს იქნება სრულიად ოპოზიციის გადაწყვეტილებაც; ეს იქნება ვადამდელი არჩევნებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი”,- აცხადებს ფრაქცია.

მათივე თქმით, ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ -სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

“სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციის ეფექტური პასუხი ოცნების მზაკვრულ გეგმაზე. პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ”,- აღნიშნულია მათ განცხადებაში.