ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის სხდომებს არ დაესწრება, ვიდრე, ხელისუფლება არ იზრუნებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
“დღეს ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას კონსტიტუციით და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს”,– თქვა სამადაშვილმა ბრიფინგზე.
მან საერთაშორისო პარტნიორებს და ხელისუფლებას მოუწოდა, ეს ბოიკოტი მიიღონ სერიოზულ გაფრთხილებად, რომ ქვეყანა შედის მძიმე კრიზისში.