ქართული ოცნების ფრაქციის წევრები და დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზის ორივე მხარეს გადანაწილდნენ. ოცნების ერთ–ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ამან საზოგადოების და მედიის რეაქცია გამოიწვია. მისი განმარტებით, ეს ფრაქციის სხდომაა, ამიტომ ადგილები არ არის პერსონალურად გადანაწილებული.
“ოპოზიციის წარმომადგენლებს შემიძლია მივმართო, რომ დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათი მხრიდან მხურვალე ოპონირებას. ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის, ტყუილად ნუ ანერვიულდებიან”,– თქვა მდინარაძემ.
ოცნების დეპუტატები დღეს ქართული ოცნების სხდომაზე პრემიერმინისტრობს კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.