“ლელოს”, რომელმაც პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ ფრაქცია დაკარგა, ენმ-ს წევრი დილარ ხაბულიანი შეუერთდება. შესაბამისად, “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” კვლავ ფრაქციად ფორმირდება. ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ 7 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.
ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღანელებს და მისი წევრები იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი.
ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.
მამუკა ხაზარაძემ 6 დეკემბერს დააანონსა, რომ მის პარტიას საკანონდებლო ორგანოში ფრაქცია ეყოლებოდა.