“როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელ ხელისუფლებას აინტერესებდა ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან კავშირი, სტუმრობა, ტურისტებად ჩვენი ქვეყნების მონახულება, ბიზნესის წარმოება, საბოლოო ჯამში, რაც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რადგან უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე ძალიან დიდი ხანი არსებობს და ჩვენი ბევრი მოქალაქე მას იყენებს. მაგრამ ახლა, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ორმხრივი უვიზო რეჟიმისა და საჰაერო კავშირების დამყარების საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები უფრო მოსახერხებელი, უფრო კომფორტული ხდება”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეათანხმეს.