“პირველ რიგში, საქართველო საქართველოს მხარეს დგას. მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება – ერთადერთი, სადაც საქართველო რუსეთთან ურთიერთობს, არის საერთაშორისო სასამართლოები, სტრასბურგი და ჰააგა, სადაც ჩვენ რუსეთს პირწმინდად ვამარცხებთ […] თუ ვინმეს ამის შეხსენება სჭირდება, ცხადია, შეხსენებას არ მოვერიდებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ცოტა ფრთხილად იყვნენ, როდესაც ქართველ ხალხსა და საქართველოზე ილაპარაკებენ”.
ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. ის საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს გამოეხმაურა.