გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ვითარებას სწავლობენზ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გავიდნენ და ვითარებას სწავლობენ.
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას განაგრძობს. ადგილზე გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.