უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები ახლა ჩიხშია. მისი თქმით, არც უკრაინას და არც რუსეთს ახლა არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლა.
“ჩვენ ვერ დავამარცხებთ მათ ყველა მიმართულებით ყოვლისმომცველად. ვერც ისინი. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი იარაღის მიწოდებას და უფრო მოწინავე იარაღის”, – თქვა ბუდანოვმა.